пятница, 18 ноября 2011 г.

გაკვეთილის თემა _ ნუგზარ შატაიძე ,,მოგზაურობა აფრიკაში'' (VII კლასი) მასწავლებელი მარინა ტაბიძე

გაკვეთილის მიზნები: ტექსტის მიზნის ამოცნობა, მასში აღწერილი პრობლემის
გაანალიზება, ტექსტის ენაზე დაკვირვება, ინფორმაციის დამოუკიდებლად მოძიების, მსჯელობის უნარებს განვითარება.

მოსწავლის სტანდარტი: VII.1  მოიძიებს ან საგანგებოდ ქმნის შესაფერის ვიზუალურ მასალას, შეარცევს თემას ზეპირი გამოსვლისთვის. VII.8  განსაზღვრავს ძირითად იდეას, ამოიცნობს და განმარტავს პერსონაჟის სახეების შექმნის ზოგიერთ ხერხს.

გამოყენებული მეთოდი: კოგნიტური დიაგრამა (პრობლემა და მისი გადაჭრის სქემა).

მუშაობის ფორმა: მუშაობა მთელ კლასთან, ინდივიდუალური, წყვილური.

რესურსები: სახელმძღვანელო, კომპიუტერი, ფოტოები, სლაიდები, CD პლეიერი.

გაკვეთილის მსვლელობა

აქტივობა 1 - 2წთ _ მასწავლებლის მოკლე შესავალი-მისალმება განწყობის შესაქმნელად. მივმართავ კლასს, გაკვეთილისათვის მზადყოფნა ქულებით შეაფასონ. შემდეგ ვაცნობ მატ გაკვეთილის მიზნებს და ვთხოვ დამეხმარონ მის მიღწევაში (მუშაობა მთელ კლასთან).

აქტივობა 2 - 3წთ _ მოსწავლეები ისმენე სიმღერას ,,გამარჯობა აფხაზეთო, შენი''. ვეკითხები კლასს _ რა ემოციები მოეძალებათ, როცა საქართველოს ამ კუთხეზე _ აფხაზეთზე საუბრობენ ან ფიქრობენ. მოსწავლეები პასუხობენ, რომ სიამაყესთან ერთად სინანულის გრძნობა ეუფლებათ, ისტორიული წარსული აგონდებათ, ის ტრადიციები და წეს-ჩვეულება აგონდებათ, რითაც ქართველები და აფხაზები ერთმანეთს უკავშირდებოდნენ ა.შ.


აქტივობა 3 - 15წთ _ მოსწავლეები პასუხობენ საშიანო დავალებას (მათ თავად უნდა დაეძებნათ ყველანაირი ინფორმაცია აფხაზეთზე: გეოგრაფიული, ისტორიული, კულტურული, ცნობები მოსახლეობაზე, მეურნეობაზე და ა.შ.). მოსწავლეები აკეთებენ პრეზენტაციებს კომპიუტერისა და პროექტორის გამოყენებით, გამოიყენეს ფოტოები, ფერადი სლაიდები (მუშაობის ფორმა ინდივიდუალური, შეფასდება მოსმენის უნარი, თვალსაჩინოების წარმოდგენა, ორიგინალურობა დაკვირვებით).

აქტივობა 4 - 15 წთ _ ვუჩვენებ კადრებს ფილმიდან ,,გაღმა ნაპირი''. კლასს ვეუბნები, რომ ეს არის კადრები ფილმიდან, რომელსაც საფუზვლად დაედო ნ.შატაიძის მოთხრობა ,,მოგზაურობა აფრიკაში''. (მოსწავლეები ერთვებიან საუბარში, იხსენებენ შსაბამის ადგილებს მოთხრობიდან). მოსწავლეებს ეძლევათ დავალება, კიდევ ერთხელ გადახედონ ტექსტს (სახლში უკვე ჰქონდათ წასაკითხად) და გამოყონ საინტერესო ადგილები, იმსჯელონ, რატომ გაამახვილეს მათზე ყურადღება. მოსწავლეები გამოთქვამენ საკუთარ მოსაზრებებს იმის შესახებ, თუ რატომ სუნქავდნენ ბიჭები წებოს და იყო თუ არა ეს გამოსავალი, გმირის ხასიათის რომელი თვისებები ჩანს მოთხრობის სხვადასხვა სტრიქონიდან (მაგ. 70-111-ე სტრიქონებში) და ა.შ. მოსწავლეები აკვირდებიან ტექსტის ენასაც, საუბრობენ ჟარგონსა და ბარბარიზმზე (მუშაობა წყვილებში, შეფასდება ჩართულობა).

აქტივობა 5 - 8წთ _ მოსწავლეები აჯამებენ საკუთარ მოსაზრებებს. ვიყენებთ კოგნიტურ დიაგრამას. ვთხოვ მოსწავლეებს შეავსონ სქემა, რომელიც დიდ ფორმატზეა დახაზული (შეფასდება დასკვნების გაკეთების უნარი დაკვირვებითა და ჩანაწერებით).















საშინაო დავალება 2წთ _ დაწერეთ მცირე ესსე მოთხრობიდან მიღებული შთაბეჭდილებების გამოყენებით.