понедельник, 26 декабря 2011 г.

გაკვეთილის თემა _ გიორგი ლეონიძე ,,ყივჩაღის პაემანი" (XI კლასი) მასწავლებელი მაია ბაჯელიძე

სასწავლო მიზნები_გიორგი ლეონიძის ლექსის ანალიზი, მხატვრული სახეების ანალიზი. დაკვირვება მხატვრულ ენაზე, როგორც პოეტის ერთ-ერთ იარაღზე.

ეროვნული სასწავლო გეგმა_XI.8, XI.9, XI.7, XI.8

რესურსები_ XI კლასის სახელმძღვანელო, ხალხური ლექსი ,,შემომეყარა ყივჩაღი", მოსწავლეთა ჩანაწერები, ავტოკალამი, თაბახის ფურცლები. ტექნიკური რესურსი: ინტერნეტი_google.ge, კომპიუტერი, პროექტორი.

თანმიმდევრობა:

მასწავლებლის შესავალისაუბარი: გოგლა ლეონიძე, როგორც პოეტი (2წთ)

გაკვეთილის A ფაზა_გამოწვევა

აქტივობა 1_გონებრივი იერიში (2-3წთ). მონაწილეობს მთელი კლასი.

თქვენ წაიკითხეთ ხალხური ,,შემომეყარა ყივჩაღი". რა ემოცია გამოიწვია თქვენში ყივჩაღის სახემ?

სავარაუდო პასუხები:


გაკვეთილის B ფაზა _ ცოდნის კონსტრუირება

აქტივობა II _ჯგუფური მუშაობა (15წთ)

ჯგუფი 1 _ ენათმეცნიერები: მასწავლებლის დავალებით, გაანალიზებენ ლექსის ენობრივ ქსოვილს, იმსჯელებენ ენობრივ საშუალებებზე: ლექსიკა, სინტაქსი, სტილი. ამოიწერენ დასკვნებს, დაასაბუთებენ.

ჯგუფი 2 _ ფილოლოგები: გაანალიზებენ ლექსის იდეას. გამოკვეთენ მთავარს. გახსნიან სახე-სიმბოლოებს (გნოლი, ყორღანი, ნისლი...), მოიძიებენ მხატვრულ სამკაულებს და დაუდგენენ რეიტინგს (მაგალითად: ,,შენი ტუჩები ისე ტკბილია, როგორც ბადაგი დადუღებისას", ,,როგორც საძროხე ქვაბს ოხშივარი") პეიზაჟი, ალიტერაცია.

ჯგუფი 3 _ შემოქმედი: გამოთქმით წაიკითხავებ ლექსს, დაწერენ ესეს ლექსით აღძრულ შთაბეჭდილებაზე, დახატავენ რაიმეს _ დაასურათებენ ლექსს, დაუსვამენ კითხვას ლეონიძეს, თანაკლასელებს და მასწავლებელს.

ჯგუფი 4 _ მწიგნობრები: გაავლებენ პარალელს გიორგი ლეონიძის ,,ყივჩაღის პაემანსა" და ხალხურ  ,,შემომეყარა ყივჩაღს" შორის, გაიხსენებენ შოთა რუსთაველის ,,ვეფხისტყაოსანს", რატომ ახსენებს მას პოეტი ლექსში, იმსჯელებენ ამ ნაწარმოებთა მსგავსება-განსხვავებაზე.

გაკვეთილის C ფაზა _ რეფლექსია

აქტივობა III _ჯგუფის პრეზენტაცია (12წთ). თითოეულ ჯგუფს ეძლევა 3წთ.

აქტივობა IV _ ჯგუფების ნამუშევართა მიმოხილვა, შეჯამება (5წთ)

დავალება: გიორგი ლეონიძის ლექსის ანალიზი. 5-6 აბზაცით. თემას თავად შეურჩიეთ სათაური, ვთქვათ, ,,სიყვარული მარადიულია"_2წთ  

შეფასება: მიმდინარე, განმავითარებელი. ჩართულობის საფუძველზე ვაფასებ პრეზენტატორს. ჯგუფს ვაძლევ უფლებას შეაფასოს ერთი მოსწავლე_2წთ.


среда, 7 декабря 2011 г.

გაკვეთილის თემა _ ი.ლომოური ,,შემთხვევა'', ანალიზი (XII კლასი) მასწავლებელი ნინო ბილიხოძე

სასწავლო მიზნები_ნაწარმოების სტილზე დაკვირვებისა და შესაბამისი დასკვნების გამოტანის უნარ-ჩვევის განვიტარება; სტილისა და ინტერპრეტაციის შესაბამისობის გარკვევის უნარის განვითარება; მოსწავლეები მიუბრუნდებიან ტექსტს, დაუკვირდებიან მის დოკუმენტურ-ქრონიკალურ სტილს და იმსჯელებენ, განაპირობებ თუ არა ის იდეის ინტერპრეტაციას; შექმნიან ტექსტს ამ პრობლემაზე.

ეროვნული სასწავლო გეგმა_XII.9.

აქტივობები_კითხვა, დაკვირვება, მსჯელობა, წერითი დავალების შესრულება.

მეთოდები_გონებრივი იერიში, ინდივიდუალური წერითი მუშაობა, ჯგუფური მუშაობა.

რესურსები_ტექსტი, კითხვები, საპრეზენტაციო ტექსტები, IST _ მონიტორით სხვადასხვა სტილის მცირე ზომის ტექსტების ჩვენება და მატზე დაკვირვება (დახმარების მიზნით).

თანმიმდევრობა:
  1. შესავალი საუბარი (ნებისმიერი ჩვენგანის ზეპირი და წერითი მეტყველების სტილი, მისი დანიშნულება; პოეტური და პროზაული სტილი...)
  2. გონებრივი იერიში _ რამდენად განაპირობებს მწერლის სტილი ტექსტის ადეკვატურად გაგებას? რა იცით ამ საკითხზე?
  3. 5 წუთიანი მოდელირებული წერა _ ჩამოწერონ (5 წინადადებით) თავიანთი შეხედულებები სტილის რაობისა და დანიშნულების საკითხზე.
  4. წერითი ნაშრომების წაკითხვა (4-5 მოსწავლის).
  5. ჯგუფებად დაყოფა და დავალებების მიცემა _ წერილობით ჩამოაყალიბონ მსჯელობა _ რა ინტერპრეტაცია მიეცა მკითხველთაგან ი. ლომოურის ,,შემთხვევას'' და რამ განაპირობა ეს?
  6. ჯგუფური ნამუშევრების პრეზენტაციები.
  7. შემაჯამებელი მსჯელობა მთავარ საკითხზე.
  8. შეფასება_მიმდინარე, განმავითარებელი; ვაფასებ პრეზენტატორებს.

საშინაო დავალება: ესე_სტილი და ინტერპრეტაცია (7-8 აბზაცი).

გაკვეთილის თემა _ ლიტერატურული მოზაიკა (VIII კლასი) მასწავლებელი ნინო ბილიხოძე

სასწავლო მიზნები _ მსჯელობის, დასკვნების გამოტანისა და მათს გასამყარებლად ციტატების გამოყენების, პრობლემურ საკითხზე ტექსტის შექმნის უნარ-ჩვევების გაუმჯობესება. მოსწავლეები წაიკითხავენ ,,მოზაიკის'' ტექსტებს, გაიგებენ, ახსნიან, გაანალიზებენ მათ; გამოკვეთენ პრობლემებს და დასახავენ მათი გადაჭრის გზებს; დაწერენ ტექსტს ამ პრობლემის შესახებ.

ეროვნული სასწავლო გეგმა _ VIII.1,5,10

აქტივობები _ კითხვა-პასუხი, ტექსტის კითხვა, მსჯელობა, წერითი დავალების შესრულება.

მეთოდები _ გონებრივი იერიში, ინდივიდუალური და ჯგუფური მუშაობა.

რესურსები _ ტექსტები, კითხვები, წერითი დავალების ტექსტები, IST_მოზაიკის ტექსტების შესაბამისი ფერწერული რეპროდუქციების ჩვენება კლასიკოსების შემოქმედებიდან.

თანმიმდევრობა:
  1. შესავალი საუბარი თაობათა შორის ერთიერთობის საკითხებზე_2წთ
  2. გონებრივი იერიში _ გაიხსენეთ, რა პრობლემებზე მსჯელობდით გასულ წელს და რომელ თხზულებათა საფუძველზე?_4-5წთ
  3. წასაკითხავად ვაძლევ ,,მოზაიკის''გვერდს. დავალება: თითოეული ტექსტიდან თითო წინადადებით ამოწერონ მთავარი აზრი. ვმსჯელობთ, ვიხსენებთ, რომელია ამ ტექსტებიდან მათთვის ნაცნობი _10წთ
  4. ჯგუფებად დაყოფა. დავალება _ გამოკვეთეთ ერთიანი მთავარი პრობლემა; ჩამოწერეთ მისი გადაჭრის საშუალებები_10წთ
  5. პრეზენტაციები_10წთ
  6. შემაჯამებელი მსჯელობა_5წთ
  7. შეფასება_მიმდინარე, განმავითარებელი. ვაფასებ ჩართულობით; ვაფასებ პრეზენტატორს; ჯგუფებს ვაძლევ უფლებას, შეაფასონ 1 მოსწავლე_3-4წთ
საშინაო დავალება_3-4 აბზაცის მოცულობით გაანალიზეთ თქვენ მიერ შერჩეული ტექსტი ,,მოზაიკიდან''.