სასწავლო მიზნები_გიორგი ლეონიძის ლექსის ანალიზი, მხატვრული სახეების ანალიზი. დაკვირვება მხატვრულ ენაზე, როგორც პოეტის ერთ-ერთ იარაღზე.
ეროვნული სასწავლო გეგმა_XI.8, XI.9, XI.7, XI.8
რესურსები_ XI კლასის სახელმძღვანელო, ხალხური ლექსი ,,შემომეყარა ყივჩაღი", მოსწავლეთა ჩანაწერები, ავტოკალამი, თაბახის ფურცლები. ტექნიკური რესურსი: ინტერნეტი_google.ge, კომპიუტერი, პროექტორი.
თანმიმდევრობა:
მასწავლებლის შესავალისაუბარი: გოგლა ლეონიძე, როგორც პოეტი (2წთ)
გაკვეთილის A ფაზა_გამოწვევა
ეროვნული სასწავლო გეგმა_XI.8, XI.9, XI.7, XI.8
რესურსები_ XI კლასის სახელმძღვანელო, ხალხური ლექსი ,,შემომეყარა ყივჩაღი", მოსწავლეთა ჩანაწერები, ავტოკალამი, თაბახის ფურცლები. ტექნიკური რესურსი: ინტერნეტი_google.ge, კომპიუტერი, პროექტორი.
თანმიმდევრობა:
მასწავლებლის შესავალისაუბარი: გოგლა ლეონიძე, როგორც პოეტი (2წთ)
გაკვეთილის A ფაზა_გამოწვევა
აქტივობა 1_გონებრივი იერიში (2-3წთ). მონაწილეობს მთელი კლასი.
თქვენ წაიკითხეთ ხალხური ,,შემომეყარა ყივჩაღი". რა ემოცია გამოიწვია თქვენში ყივჩაღის სახემ?
სავარაუდო პასუხები:
გაკვეთილის B ფაზა _ ცოდნის კონსტრუირება
აქტივობა II _ჯგუფური მუშაობა (15წთ)
ჯგუფი 1 _ ენათმეცნიერები: მასწავლებლის დავალებით, გაანალიზებენ ლექსის ენობრივ ქსოვილს, იმსჯელებენ ენობრივ საშუალებებზე: ლექსიკა, სინტაქსი, სტილი. ამოიწერენ დასკვნებს, დაასაბუთებენ.
ჯგუფი 2 _ ფილოლოგები: გაანალიზებენ ლექსის იდეას. გამოკვეთენ მთავარს. გახსნიან სახე-სიმბოლოებს (გნოლი, ყორღანი, ნისლი...), მოიძიებენ მხატვრულ სამკაულებს და დაუდგენენ რეიტინგს (მაგალითად: ,,შენი ტუჩები ისე ტკბილია, როგორც ბადაგი დადუღებისას", ,,როგორც საძროხე ქვაბს ოხშივარი") პეიზაჟი, ალიტერაცია.
ჯგუფი 3 _ შემოქმედი: გამოთქმით წაიკითხავებ ლექსს, დაწერენ ესეს ლექსით აღძრულ შთაბეჭდილებაზე, დახატავენ რაიმეს _ დაასურათებენ ლექსს, დაუსვამენ კითხვას ლეონიძეს, თანაკლასელებს და მასწავლებელს.
ჯგუფი 4 _ მწიგნობრები: გაავლებენ პარალელს გიორგი ლეონიძის ,,ყივჩაღის პაემანსა" და ხალხურ ,,შემომეყარა ყივჩაღს" შორის, გაიხსენებენ შოთა რუსთაველის ,,ვეფხისტყაოსანს", რატომ ახსენებს მას პოეტი ლექსში, იმსჯელებენ ამ ნაწარმოებთა მსგავსება-განსხვავებაზე.
გაკვეთილის C ფაზა _ რეფლექსია
აქტივობა III _ჯგუფის პრეზენტაცია (12წთ). თითოეულ ჯგუფს ეძლევა 3წთ.
აქტივობა IV _ ჯგუფების ნამუშევართა მიმოხილვა, შეჯამება (5წთ)
დავალება: გიორგი ლეონიძის ლექსის ანალიზი. 5-6 აბზაცით. თემას თავად შეურჩიეთ სათაური, ვთქვათ, ,,სიყვარული მარადიულია"_2წთ
შეფასება: მიმდინარე, განმავითარებელი. ჩართულობის საფუძველზე ვაფასებ პრეზენტატორს. ჯგუფს ვაძლევ უფლებას შეაფასოს ერთი მოსწავლე_2წთ.
Комментариев нет:
Отправить комментарий