среда, 7 декабря 2011 г.

გაკვეთილის თემა _ ლიტერატურული მოზაიკა (VIII კლასი) მასწავლებელი ნინო ბილიხოძე

სასწავლო მიზნები _ მსჯელობის, დასკვნების გამოტანისა და მათს გასამყარებლად ციტატების გამოყენების, პრობლემურ საკითხზე ტექსტის შექმნის უნარ-ჩვევების გაუმჯობესება. მოსწავლეები წაიკითხავენ ,,მოზაიკის'' ტექსტებს, გაიგებენ, ახსნიან, გაანალიზებენ მათ; გამოკვეთენ პრობლემებს და დასახავენ მათი გადაჭრის გზებს; დაწერენ ტექსტს ამ პრობლემის შესახებ.

ეროვნული სასწავლო გეგმა _ VIII.1,5,10

აქტივობები _ კითხვა-პასუხი, ტექსტის კითხვა, მსჯელობა, წერითი დავალების შესრულება.

მეთოდები _ გონებრივი იერიში, ინდივიდუალური და ჯგუფური მუშაობა.

რესურსები _ ტექსტები, კითხვები, წერითი დავალების ტექსტები, IST_მოზაიკის ტექსტების შესაბამისი ფერწერული რეპროდუქციების ჩვენება კლასიკოსების შემოქმედებიდან.

თანმიმდევრობა:
  1. შესავალი საუბარი თაობათა შორის ერთიერთობის საკითხებზე_2წთ
  2. გონებრივი იერიში _ გაიხსენეთ, რა პრობლემებზე მსჯელობდით გასულ წელს და რომელ თხზულებათა საფუძველზე?_4-5წთ
  3. წასაკითხავად ვაძლევ ,,მოზაიკის''გვერდს. დავალება: თითოეული ტექსტიდან თითო წინადადებით ამოწერონ მთავარი აზრი. ვმსჯელობთ, ვიხსენებთ, რომელია ამ ტექსტებიდან მათთვის ნაცნობი _10წთ
  4. ჯგუფებად დაყოფა. დავალება _ გამოკვეთეთ ერთიანი მთავარი პრობლემა; ჩამოწერეთ მისი გადაჭრის საშუალებები_10წთ
  5. პრეზენტაციები_10წთ
  6. შემაჯამებელი მსჯელობა_5წთ
  7. შეფასება_მიმდინარე, განმავითარებელი. ვაფასებ ჩართულობით; ვაფასებ პრეზენტატორს; ჯგუფებს ვაძლევ უფლებას, შეაფასონ 1 მოსწავლე_3-4წთ
საშინაო დავალება_3-4 აბზაცის მოცულობით გაანალიზეთ თქვენ მიერ შერჩეული ტექსტი ,,მოზაიკიდან''.

Комментариев нет:

Отправить комментарий